მთავარი სხვადასხვა აჭარის უხუცესთა საბჭოს განცხადება!

აჭარის უხუცესთა საბჭოს განცხადება!

16
0

30 წელზე მეტია, რაც დასავლელი ე.წ. მეგობრების და საქართველოს ხელისუფალთა ზოგიერთი წარმომადგენლების შეგნებული თუ შეუგნებელი მოღალატეობრივი ქმედებების შედეგად ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია უცხო ძალების მიერ და იქ არ ვრცელდება ჩვენი ქვეყნის იურისდიქცია. მომავალი თაობა იმ პერიოდში 20-25 წლის, რომ იყვნენ დღეს 50 წელს გადააბიჯეს, ხოლო ვინც მერე დაიბადა 3 ათეულ წელს მიაღწიეს. მათ დღეს ესმით მხოლოდ ქართველთა სახით მტრის ხატის დამკვიდრება, შუღლის გაღვივება და არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი ისტოროული მეგობრობის, ნათესაური კავშირების და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ამ მიმართებით ხელისუფლების და მით უმეტეს ოპოზიციის საქმიანობა არა ეფექტურია. საზოგადოება ვერ ხედავს მათ მიერ გადადგმულ რეალურ, შედეგის მომტან ღონისძიებებს. რომელიმე მხრის გააქტიურების შემთხვევაში, მეორე მხრიდან ისმის “რუსი” – “რუსის” ძახილი და “პრორუსის” იარლიყის მიკერება, რაც საერთო საქმეს აზარალებს. ამიტომ ვიდრე მომავალ არჩევნებამდე საკმარისი დროა ვაცხადებთ: აჭარის უხუცესები და არა მარტო, უპირობოდ მხარს დაუჭერთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც უახლოეს პერიოდში არჩევნებამდე წარმოადგენენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალურ გეგმას. / აჭარის უხუცესთა საბჭოს გამგეობა.