მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სიების წარდგენის ვადა ამოიწურა

სიების წარდგენის ვადა ამოიწურა

50
0

2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს, 18:00 საათზე ამოიწურა. ბოლო მონაცემებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 14 საარჩევნო სუბიექტიდან, პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს წარუდგინა 11-მა. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ იმ პარტიებს, რომლებმაც არ წარმოადგინეს პარტიული სიები, თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდებათ რეგისტრაცია.

პარტიული სია წარმოადგინეს შემდეგმა პარტიებმა:
,,გირჩი’’, ,,ევროპელი დემოკრატები’’, ,,ტრიბუნა’’, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი’’, ,,გახარია საქართველოსთვის’’, ,,თავისუფალი საქართველო’’, ,,ძლიერი საქართველო -ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის’’, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’, ,,კოალიცია ცვლილებებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა’’, ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა’’ და ,,ჩვენი გაერთიანებული საქართველო’’.
პარტიული სიების წარდგენის შემდეგ იწყება პარტიული სიების შემოწმების პროცესი. უსკოს შესაბამისი სამსახური ამოწმებს პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას და დასკვნას წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 25-ე დღისა (1 ოქტომბერს) გაატარებს პარტიულ სიას რეგისტრაციაში, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტს მიეცემა კანონით დადგენილი 3-დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.
პარტიულ სიებთან დაკავშირებული პროცედურები საბოლოოდ 6 ოქტომბერს დასრულდება.