მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება „სულით ვაჭარის ადგილი ბაზარშია და არა სამოქალაქო თუ სახელმწიფოს მშენებლობის ველზე“ ...

„სულით ვაჭარის ადგილი ბაზარშია და არა სამოქალაქო თუ სახელმწიფოს მშენებლობის ველზე“  

1082
0

გთავაზობთ კიდევ ერთ ინტერვიუს პუბლიცისტ დავით ჩხარტიშვილთან

სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა – რატომ? რა დამსახურებისთვის თუ სიქველეებისთვის ერგოთ პატივი ხალხს, რომლებიც ლამის ყურმოჭრილი მონები და თანაავტორებიც კი გახლდათ წინა რეჟიმის. რა ხდება?

მერედა, თვალი რომ გადავავლოთ უახლეს ისტორიას; ბიძგებისას, სწორედ რომ ეს კონტიგენტი, მიტევებული ცოდვების სამადლობელოსა და თანადგომის ნაცვლად ან უბრალოდ ტოვებდა „ოცნებას“, ანდა გადარბის „მიშისტებთან“ და უკვე იქიდან, მენტორული ტონით მოძღვრავს მმართველ ძალაში დარჩენილებს. თავად ივანიშვილს კი „პუტინის აგენტს“ უწოდებს. მოკლედ, ფაქტია რომ მიშვებულია საკადრო პოლიტიკა, თვითდინება და უპასუხისმგებლობა სუფევს მაგ სფეროში. ეს ბევრი ფაქტორით აიხსნება, ძირითადი კი, თავად „ოცნების“ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში შეკოწიწებაა და საკუთარი, ავთენტური იდეოლოგიის არქონაა.

-არადა ხალხი ბარიკადებზე მიდიოდა. ქონებას, კარიერას და ჯანმრთელობას წირავდა და ამიტომაც, სულ უფრო ხმამაღლა ისმის ლეგიტიმური კითხვა; ნუთუ იმის გამო, რომ ეს არსაიდან მოსული კონტიგენტი აღზევებულიყო?

ვგონებ, თავში პირიქით იყო ჩაფიქრებული, რომ მოეშორა ეს ნომენკლატურული, ყველგან და ყველაფერში გასვრილი კლანები. ისინი, ვინც გარდამავალ დროშასავით გადადის ერთი მთავრობიდან მეორეში და ყრვნის ნებისმიერ ჯანსაღ ძალას თავისი რეფლექსიითა და მიდრეკილებებით. გაიხსენეთ, ზვიადის, აბაშიძის, შევარდნაძის და იგივე ქარაფშუტა მიშას მთავრობები; ზუსტად ამ კატეგორიამ დააჩლუნგა და მოსპო ისინი საბოლოოდ. პარალელურად, ისეთი სიმძლავრის ოსანას უმღეროდნენ ხოლმე მათ, რომ აბრმავებდნენ და სანამ არ დაემხობოდათ თავზე ყველაფერი, ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ვერაა კარგად მათი და ქვეყნის საქმეც.

-ახლაც, ალბათ ამიტომ სუფევს მმართველ ძალაში მსგავსი კადრების ზედოზირება, რასაც სავსებით ბუნებივად სდევს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ნეპოტიზმი, არაკომპეტენტურობა, მიმიკრია? მაგრამ, ეტყობა იმდენად შემაწუხებელი გახდა ეს ვითარება, რომ უკვე კალაძე და კობახიძეც, ღიად ალაპარაკდნენ „ჩანერგილების“ პრობლემაზე და იქნებ დადგა დრო დაასახელონ კიდეც სახელდობრ; ვინ ვინაა და საიდანაა მანდ შემძრალი, თუნდაც ჩვენს რეგიონში. რა ამოძრავებთ მათ სინამდვილეში და რას მოიმოქმედებენ უახლეს ხანებში თუ საქმე არ წავიდა ისე, როგორც მაგალითად ივანიშვილი ვარაუდობს?

მე მათ მაგიერ პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემთ. თუმცაღა ერთი კია ნათელი, და პროგნოზირების დიდი ნიჭი არაა საჭირო, იმისათვის რომ თვანათლივ დაინახო, თუ საით წავა კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება კურტიზანივით, ფასეულობების გარეშე ცხოვრობდა და მერკანტილურობა ამოძრავებდა სამშობლოს სიყვარულის, ანდა მის სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზონაში საზოგადო სიკეთეეის ინდოქტრინაციის ნაცვლად. სულით ვაჭარის ადგილი ბაზარშია და არა სამოქალაქო თუ სახელმწიფოს მშენებლობის ველზე. მისი აღზევების მიზეზიც კი, მხოლოდღა უკიდეგანო მაამებლობაა და არა, რაიმე ტიპის სიქველე. თუმცაღა, ამ ეტაპზე პირადად მე, მაინც თავს შევიკავებდი დასახელებისაგან „who is who“; აჭარა პატარაა და ყველამ ყველაფერი ისედაც იცის – ვინ როდის გადაბარგდა, ვინ პროფშეუსაბამო იყო და ამისთვის გააძევეს თავის დროზე „ნაცებიდან“. ისიც კი კარგად იცის, ვინ გაგდებულია იქიდან უწესობის გამო. ვინ მურმან დუმბაძეს, ერმაკოვის ან ვარშალომიძის ხელის ბიჭი გახლდათ და დღეს, რეგიონის მორიგ პირველ პირს, ლაქუცით უმტკიცებს ერთგულებას. იმავე მეთოდებით მოქმედებენ სხვათა შორის, რითიც მის წინამორბედებს მოაწონეს თავი. რომ მალევე, ასეთივე შემართებით მომდევნოსაც დაუმტკიცოს საჭიროება და მოქმედის გადაყენებისთანავე აძაგონ უკანასკნელი, უკანასკნელი სიტყვებით. ზედაპირზე, იმ მუდამ  მოტივტივე, ზნეობრივად ამორფულ კონტიგენტზე ვსაუბრობ, დღეს რომ „კაცობს“ ფართო მასების გასაგულისებლად. სულ ტყუილა – რადგანაც, მასაში ბრძენია ხალხი; კარგად გრძნობს მატყუარებს და მშვენივრად ანსხვავებს „ცახესებს“, ნიჭიერებისგან. ვინმე შემომედავება, „მასე არაო“ და; გააჩერეთ ბათუმში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ყოველი მეორე და დარწმუნდებით იმაშიც, რომ არათუ ვაბუქებ, ზედმეტად რბილად ვამბობ ყველას სათქმელს. რადგანაც ამ ტექნიკური ნაკლის გამო, ის საერთო საქმე არ მინდა დავაზიანო, რასაც „მიშიზმის“ ფესვიანა ამოძირკვა ჰქვია საქართველოში. მერედა, ეს სუბპასიონარული ნაწილი, რომელიც რაღაც მომენტამდე ჩუმად უყურებს და ელის ივანიშვილისგან უუნარო მედროვეობის აღლუმის აღმოფხვრას, თუ ვერ დაინახავს მისგან გადადგმულ ნაბიჯებს, მალევე პასიონარებად გარდაიქმნება. ეს კი უკვე, სხვა კონფიგურაციებისა და მექანიზმების დაბადების, ე.წ. „შავი გედის“ შემოფრენისა და რადიკალიზაციის საწინდარია. ასევე, მაგ აღმოსაფხვრელ პრობლემათა ნუსხაში, შედის ისინიც, ვინც აბაშიძის დროინდელი ჩვეულებრივი მექრთამე თუ ზონდერი გახლდათ და „ოცნებაზე“ იმიჯის გაფუჭების გარდა, არაფერი მოუტანიათ.

-თქვენ ფიქრობთ, თუკი კალაძე-კობახიძე არ იტყვიან სახელობით „ჩანერგილების“ შესახებ; დიაპაზონი კი, როგორც ვხვდებით ამ ე.წ. „ჩანერგილობის“ ფართოა, ეს მინიშნება მაინც გააკეთებს თავის საქმეს?

ნაწილობრივ მაინც. თუნდაც დააფიქრებს, იმ კომპეტენტურ ორგანოების პასუხისმგებლიან თანამშრომლებს, რომლებიც აქამდე არ უშლიდნენ ხელს ასეთი ხალხის წინსვლას. მაგრამ ხედავენ რა, რომ ქვეყანა ტურბულენტობის ზონაში შედის, ირგვლივ კი პარადიგმის დონეზე იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი, შეცვლიან საკადრო პოლიტიკისადმი საკუთარ მიდგომებსაც.

– მე პირადად არ მჯერა რომ მიხედავენ მაგ პრობლემას. არადა დასაფიქრებელი, მაგის გარდა ბევრია მანდ. ბოლო-ბოლო, გოგაშვილი ჰყავდათ ხელმძრვანელად და მისი კადრებია გამოსავლენი.

პირველ ნაწილში ვერ დაგეთანხმებით, აუცილებლად მიხედავენ. ბოლო არჩევნების შედეგი, ნათელი მაგალითია იმისა, რა მოხდება 2024 წლის არჩევნებზე თუ არ მიხედენ. თუნდაც ამიტომ, მერედა სერიოზული, საქართველოზე შეყვარებული და პასუხისმგებლიანი ხალხი მუშაობს მანდ. ასე თუ ისე, სხვა ინსტიტუტებისგან განსხვავებით, შემთხვევითი გამვლელები ნაკლებად ხვდება სუსში. გოგაშვილი კი გამონაკლისია, ერთეული სამარცხვინო ლაქა. როგორც იტყვიან, „shit happens“; რადგანაც ყველა დახურულ სისტემას აქვს მისი სუსტი ადგილები, არასაჯარო ბუნებიდან გამომდინარე, რომლსაც სისტემური მიდგომებითვე, შეცდომების კეთილსინდისიერი ინვენტარიზაციით ასწორებენ და ბოლო-ბოლო აუმჯობესებენ კიდეც სისტემას. ასე რომ, ზოგი ჭირი მარგებელია. მეორე ნაწილში მოგყვებით ბოლომდე. რადგანაც, თუ ვინმეს მანდ, გულწრფელად ჰგონია რომ გოგაშვილის მიერ ლობირებულმა და მოჩვენებითად კატარსის განვლილმა ხალხმა, რომლებმაც ბევრ უწყებაში დაიბუდა, დღეს ზნე შეიცვალა, ძალიანაც ეშლებათ.

-მოკლედ, ლუთერის არ იყოს; როდესაც მან თავისი 95 თეზისი გამოაქვეყნა, ახლობლებმ უსაყვედურეს, „შენი მომხრეების უმრავლესობამ წერაკითხვა არ იცისდა მაგას როგორ გაიგებენო? რაზეც ლუთერმა მიუგო, რომ თუ მათ არ იციან აქ რა წერია, სამაგიეროდ იციან ვის წინააღმდეგ წერია – არა?

კი, მასე გამოდის არსით (იცინის). სხვაგვარად ვერც იქნებოდა, როდესაც მთელი ეს ანტიმიშისტური და მასთან აფილირებული ძალა ლამის ერთ, ივანიშვილის ბოლომდე არგაჟღერებულ პირად ცოდნასა და მსოფლაღქმაზე, ასევე მისი უახლოესი წრის ავტორიტეტზე დგას. თავად განსაჯეთ; მოაშორეთ ნებისმიერ, „ოცნებაში“ არსებულ უამრავ დაჯგუფებას ივანიშვილის ფაქტორი და გულწფრფელად უთხარით თავს, თუ რამდენი მოქალაქე, მისცემდა ამა თუ იმ პერსონაჟს ხმას თავ-თავიანთ უბანში, ქალაქებსა თუ რეგიონში.

-ისევ და ისევ მივდივართ საკადრო პოლიტიკამდე?

საქმე რაშია; ივანიშვილის 6 მილიარდი, 3 მილიონიანი ქვეყნის პირობებში, ფაქტიურად მას ღვთაებრივი ძალის, ე.წ. „deus ex machina“_ს საშუალებებს ანიჭებს.  ეტყობა ამიტომაც, ის როგორც ღმერთი გადმოჰყურებს ხოლმე ამ ყველაფერს და მისი მასშტაბებისთვის უმნიშვნელოს, მაგრამ პასიონარი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანეს ნიუანსებს არ უღრმავდება.

-არადა „ეშმაკი დეტალებშიაო“!

არა მხოლოდ ეშმაკი. გოეთემდე, მაკიაველის „მთავარშიც“ წერია მსგავსი სულისკვეთების რჩევა და დრომ დაამტიკცა მისი ვარგისიანობა კრიზისული სიტუაციებიდან გამოსავალის ძიებაში ქვეყნებისთვის. ის დაახოლებით ასე ღერს; როგორც მხატვარი, როდესაც ხატავს პეიზაჟს, უნდა ჩავიდეს ხეობაში, რათა დასახატი მთები მზერით სრულად მოიცვას და ხეობა რომ დახატოს, მთაში ავიდეს, იმისათვის რომ მთელი ხეობა დაინახოს. აქაც ასეა, ივანიშვილი უნდა ავიდეს მთაში, მერე ბარში, მერე უბრალო მოქალაეების თვალით შეხედოს ქვეყანას, მის სახელს ამოფარებულ უვარგის კადრებსაც – იმათი თვალით გადახედოს, პირიქითაც და ა.შ. რადგანაც საქართველო არც მარტო მთაა და არც მხოლოდ ხეობები, არც სატელევიზიო პროპაგანდის პრიზმაში გარდატეხილი „გაბრწყინებული ივერია“. ის მთლინობაშია საქართველო – მისი ემიგრანტებით, ქურდული იდეოლოგიის აღორძინებით, მოშიმშილე სოციალური ფენებით, აღზევებული ლექითა და გულისამრევი მაამებლბებით; შესაბამისად, ყოველი ეს დეტალიც უმნიშვენლოვანესია თუ კარგი ხარსიხის ტილოს დახატვა სურს და არა კიტჩის.

-ნამდვილად, ბედის ირონიაა ამ ხალხის აღზევება. საქმე რაშია და, ამ ყველაფრის გამო ლეგალურად კი უკავიათ თანამდებობები, მაგრამ ლეგიტიმურად როდი. და ვინც კი ოდნავ ჩახედულია თემაში, მიხვდება რა უდიდესი მნიშვენელობა ენიჭება ამ საკითხს ვერტიკალის არქიტეკტონიკაში და რითიც მთავრდება ეს, თუ არაა დალაგებული.

ჰმ, რა დიდი ფილოსოფია უნდა ამას რომ ჩაწვდე. რადგანაც, მთელი კაცობრიობის ისტორიაა ამის დასტური. ვინც არ იცის, ვეცდები განვუმარტო; არსებობს 2 ტიპის ხელისუფლება; ე.წ. „პატესტას“ და „აქტორიტას“, ანუ ფორმალური და ქარიზმატული. უხსოვარი დროიდან „პატესტატი“ რეალური ავტორიტეტების დათრგუნვა მიდის. რაოდენობით, ლეგისტური მიდგომებით გადაფრვა და „აქტორიტასებზე“ ყოფითი დისკომფორტის შექმნით. პირველების ძალისხმევა, ბიურაკრიტულ-პარტიულ ინტრიგებზეა მიმართული და არა საქმეზე. ახალი, თამამი იდეების ინდოქტრინაციაზე ერში, როგორც მაგალითად, ეს „აქტორიტას“-ებს ახასიათებთ. ბოლო-ბოლო კი იმარჯვებს „აქტორიტას“, მაგრამ რა უჯდება ეს მას, ის იკითხეთ.

-მაგრამ,  ვგონებ ესეც ვერაფერი დიდი პრობლემა იქნებოდა, ასეთივე „პატესტას“ აქ, მაგრამ უფრო წვრილ, და უკეთ მიმიკრირებულ კადრებს, საკუთარი სამეგობრო და სანათესაო რომ არ მოჰყავდეს საკვანძო ადგილებზე. რაიმე ვალდებულაბას მაინც რომ გრძნობდნენ ქვეყნის და თუნდაც, პირადად ივანიშვილის წინაშე.  ამრიგად, ბუნებრივად ვიღებთ აჭარაში „პატესტას“-სის სიუხვეს. ფორმალურად „ოცნებას“, რომლიც სინამდვილეში, ანუ „აქტორიტათი“ ღრმად მიშისტურია. ანდა უარესი, „ასლანისტური“ მაგალითად, თუ აჭარის რეალიებს მივუსადაგებთ სიყუაციას, არა?

რა თქმა უნდა, საკვანძო თანამდებობებზე ისეთი ხალხი რომ იყოს, რომლებმაც თავისი ცოდნის, დამსახურების, მსოფლმეხდევლობის შედეგად მიაღწიეს ამ პოზიციას, ის რაც ხდება არ მოხდებოდა. რადგანაც, განვლილი გზა, პასუხისმგებლობა და ცოდნა არ მისცემდა მათ უფლებას აღეზევათ ესენი. გაიხსენეთ ახლახანს მომხდარი ფუთკარაძის ინციდენტი. მასთან შინაურულად მოსლაპარაკებლად მისული ხალხი ე.წ. „ატკატათ“ ითხოვდა 20 % და ამის მერე ვინმე მეტყვის, რომ ნორმალურადაა ქვეყანაში საქმე, სადაც ასეთ ვაჭრუკანა შუამავლებს ეყრდნობიან?

-მაგრამ, მათაც ხომ თავის მხრივ მიართვეს ეს თანამდებობა ყოვლად დაუმსახურებლად ლანგარზე, ამიტომაც – ამით  მათ, არც არაფერი უშავდებათ. ხალხის წყენა ხომ მაინც ივანიშვილისკენაა მიმართული და არა ამ უსახო და უისტორიო კონტიგენტზე, რომელიც როგორც არსაიდან მოვიდა, ისევე არსაითში წავა რომ რამე მოხდეს.  დავსძენდი, მყისვე მთელი ეს კონტიგენტი, მათივე მტკიცებით „ივანიშვილის რეჟიმის მსვერპლი“ გახდება. მერამდენეჯერ უნდა ვნახოთ ქართველებმა ერთი და იგივე კინო?

მრავალჯერ! კიდეც მუდამ ვიქნებით ასეთ დღეში, სანამ შეგვეშინდება ნიღბების ჩამოხსნა, ჭეშმარიტი მიზნების გამოაშკარავება და დემითოლოგიზაცია ფუნდამენტის – რომელზეც 30 წელია რაღაც ხუხულას ვაშენებთ, და რითიც ათასი ჯურის ვიგინდარამ და ავანტიურისტმა უკვე ისარგებლა.

-ევოლუცია ძალზე კონსარვეტიული პროცესია და დიდად ქართველის ფსიქოტიპი არ შეცვლილა საუკუნის წინანდელისაგან. ასევე, ფაქტიურად იგივე ისტორიულ დისპოზიციაზე ვიმყოფებით რაც 20-იან წლებში; ამიტომაც, იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ ლამის. გენერალი კვინიტაძეს ნაამბობიც  ვგონებ იქნება საკმარისი, რომ ექსტრაპოლაცია გაგვიმარტივდეს დღევანდელობაზე. იმ გენერლის, დღეს რომ ყველა ქართველისთვის საფიცარია. გადავავლოთ აბა თვალი თუნდაც მის მემუარებს და დღევანდელ საქართველოსაც დავინახავთ ნთლად, მისი პრობლემებითა და გამოწვევებით. აი რას წერდა ის; „მინისტრთა თანამდებობების ორეოლი ჩემზე არ მოქმედებდა. მე მათ გამჭოლად ვხედავდი. ჩემთვის ისინი ინტელექტის მიხედვით ძლივსძლიობით თუ იქნებოდნენ საშუალო დონისა და სრულებით არ შეესაბამებოდნენ იმ როლებს, რომლებიც მათ ბედმა არგუნათ. არანაირი ფართო სახელმწიფოებრივი შეხედულებები. მარქსის ლოზუნგებით გამოკვებულნი, ისინი მათ ისე ეჭიდებოდნენ, როგორც ბრმა ეჭიდება კედელს; ვიწრო დოქტრინიორები, თეორეტიკოსები და მეტად სუსტნიც, მარქსის გარეთ ისინი უმეცარნი იყვნენ და არ შეეძლოთ იმ საკითხებში გარკვეულიყვნენ, რომლებიც მათ გადასაწყვეტად ეძლეოდათ. ეს ადამიანები არიან რევოლუციის საქმოსნები“. სიტყვაზე, რამდენი ასეთი კვინიტაძე შეიწირა რუხმა, მედროვე, ვიწრო თვალსაწიერის პატრონმა საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა კლერკმა მაშინაც და დღეს? რისი ან ვისი ბრალია ეს არასახარბიელო ვითარება?

გარემოებების. იმ ვითარების, რომელიც შეგვიქმნა ე.წ. სტარტეგიულმა პარტნიორებმა. ეს, როდესაც იეღოველის შემართებით უნდა გემეორა ის, რასაც ჩასძხებდნენ ჩინოსანს აშშ-ს საელჩოში, რომ ოდნავ მაინც კარიერულ წარმატებას მიგეღწია. ეს ქვეყნის დეგრადაციის პროცესი ფილიგრანულად წარიმართებოდა, არასამთავრობოების შეიმინგი, ისტერიჩკა ჟურნალისტების  ბულინგი და ა.შ. თუ გადაუხვევდი მაგისტრალურ ხაზს, „cansel culture“ ყველა მექნაზმი მყისვე ამოქმედდებოდა შენს წინააღმდეგ. ისევე, როგორც მწყემსი და ძაღლები მიერეკებიან ხოლმე ფარას, ისევე ხდებოდა-მეთქი ზოგადეროვნულ მასშტაბით აშშ-სთვის საჭირო დისკურსის კალაპოტში ერის პასიონარული ნაწილის მოქცევა. ამის კონტროლი ხდებოდა ერთის მხვრივ ფარულად, სუს-ში ჩანერგილი მაგ მსოფლმხედველობის ხალხის მიერ და გოგაშვილი აგერ, ცოცხალი მაგალითია.

-და რამდენი ასეთი გოგაშვილია კიდევ მანდ, ასევე მათი მოყვანილი ხალხი, დღეს რომ „ოცნებად“ ასაღებს თავს?

და მეორე მხრივ ღიად, მეინსტრიმული მიშისტური ტელევიზიების მეშვეობით. ის ტელევიზიებიც კი, რომელიც „ოცნებას“ მიამიტურად მისიანად მიაჩნია, სინამდვლეში ღრმად „მიშისტურია“. გარდა პოსტ-ტვსი რა თქმა უნდა, რომელსაც სამწუხაროდ, სიმძლავრეები არ ჰყოფნის გაბატონეული დისკურსის გადასაფარავად. და თუ კიდევ ვინმეს ჰგონია რომ, თუ ფორმალურად ე.წ. „ოცნების“ ტელევიზიაში, „ოცნების“ დეპუტატს მისცემენ მეტ დროს, ანდა მთავრობის ღონისძიებას გააშუქებენ უკეთსად, ამის გამო ის ტელევიზია „ოცნებისაა“, ძალზე შორს დგას მასმედიის ფუნქციონირების და ზემოქმედების ტექნოლოგიების არსისგან.

-მერედა მთავარი, ესეც არ იქნებოდა პრობლემა, რომ დამსახურებული, კომპეტენტური და ზეპარტიული, სახელმწიფოსთვის თავდადებული ელიტის არსებობა ქვეყანაში ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო. ჩვენ კი რა გვაქვს ხელთ – ივანიშვილის და მისი უახლესი გარემოცვის ავტორიტეტზე აკიდებული უისტორიო და დაუმსახურებლად აღზევებული ხალხი რომელიც პროაქტიური პოზიციის ნაცვლად პირში შეჰყურებს ივანიშვი-ღარიბაშვილს რამე არ გავაფუჭოთოო. გაკეთებაზე ხომ ზედმეტია საუბარი.

მეტიც, მათი დიდი ნაწილი ან პოლიტიკურად გაუნათლებელია ანდა სულაც „მიშისტური“ მსოფლაღქმისაა. დასტურად, თუნდაც ის ივარგებს, რომ „ოცნებიდან“ წასული ხალხი კონვეირული წესით „ნაციონალების“ აქციებს უერთდება და არა ალტერნატიულ ცენტრს ჰქმნის. რადგანაც, რომ შექმნა პოლუსი იდეის მატარებელი უნდა იყო. მატარებელი რომ იყო პრინციპები და დამსხურება უნდა გაგაჩნდეს და ეს რომ არ გაქვს, ეტმასნები ისეთ ანტისახლმიფობრივ ძალას რომელსაც სულ ახლახანს ვითომცდა ებრძოდი. საქმე იმაშია რომ მთელი ამ ხალხის ოპოზიციონრობა სიმულაკრი იყო და ასეთი იყო მიშას დროს შექმნილი რეალობა, და მაგ გახრწნილი ველიდან უწევდა ივანშვილსაც არჩევა.

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე