მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ტრენინგი-არასრულწლოვან ასაკში დაოჯახებული ქალების გაძლიერება

ტრენინგი-არასრულწლოვან ასაკში დაოჯახებული ქალების გაძლიერება

217
0

მშვიდობის კორპუსის მხარდაჭერითა და დემოკრატიის ინსტიტუტის ორგანიზებით პროექტის ფარგლებში ,, ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდა დედებისთვის აჭარაში“ შეხვედრა გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს აჭარის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არასრულწლოვან ასაკში დაოჯახებული ქალბატონებისთვის ტრენინგების ჩატარებას სამოქალაქო უფლებების დაცვაზე, რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, ბავშვთა ზრუნვზე, მათ სამომავლო განათლებასა და დასაქმების შესაძლებლობაზე, ქალთა უფლებების ადვოკატირების მიზნით ,,მომავალი ლიდერი“ ქალბატონების გამოვლენაზე. პროექტის პარტნიორებია: MERCY CORPS-ი და მუნიციპალიტეტში არსებული ,,ქალთა ოთახი“. პროექტის განხორციელების არეალია მაღლმთიანი აჭარის და ხელვაჩაურის, ქობულეთის მუნიციპალიტეტები. დღესვე დემოკრატიის ინსტიტუტსა და მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ ხახუტაიშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოაწერეს.