მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ტრენინგი შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში

ტრენინგი შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში

147
0

დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა რეაბილიტაციის სპეციალისტები ორიენტაციისა და მობილობის, ასევე საყოფაცხოვრებო უნარების განვითარების სპეციალისტები მომზადდნენ.

ტრენინგის ფარგლებში სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები, საჯარო სკოლების მასწავლებლები, ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ფსიქოლოგიის სპეციალისტების სტუდენტები დაეუფლნენ ტექნიკას, რომელიც უსინათლო ბავშვებთან მუშაობისას, მათი დამოუკიდებლობისა და სოციოლოგიის გასაზრდელად გამოადგებათ.

ბსუ-ს ინიციატივითა და მარბურგის უსინათლოთა საგანმანათლებლო ცენტრის „ბლისტას“ მხარდაჭერით უნივერსიტეტის ბაზაზე იგეგმება ამიერკავკასიასა და საქართველოში პირველი უსინათლოთა და მხედველობადაქვეითებულთა კონსულცირების ცენტრის გასხნა.