წელს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას, გაფართოვდა. 2022 წლიდან პროგრამით 8-14 წლამდე მოზარდები ისარგებლებენ.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე და აჭარის საზოგადოებრივიჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი, პროგრამის ფარგლებში დღეს ირისბორჩაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრი ,,მედინა“-ში, მეან–გინეკოლოგებს შეხვდნენ დაორსულთა კონსულტირებისა და ანალიზის აღების პროცესს ადგილზე გაეცნენ. ასევე, ბავშვების კონსულტირებას და ანალიზის აღების პროცესს, გაეცნენ საოჯახო მედიცინის ცენტრშიც.
,,მიმდინარე წელს კვლევა ჩაუტარდება საპროგნოზოდ 4500 ორსულსა და ლაქტაციის პერიოდშიმყოფ ქალს, ბენეფიციარებს კვლევის შედეგების მიხედვით ჩაუტარდება განმეორებითი კვლევები. ამასთან ერთად, კვლევა ჩაუტარდება პირველადი ჯანდაცვის ქსელიდანრეფერირებულ 8-14 წლამდე ასაკის საპროგნოზოდ 3800 ბავშვს. პარალელურად ჩვენვიკვლევთ მიზეზებსაც. უნისეფთან ერთად დაავადების კონტროლის ცენტრმა დაიწყო წყლისდა გარემოში არსებული სხვა გამომწვევი მიზეზების კვლევა, რაც იწვევს ტყვიის შემცველობის გაზრდას ორგანიზმში“ – აღნიშნა შეხვედრაზე მარი ზანაქიძემ.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით ,, აჭარაში პროგრამის განხორციელების კარგი პრაქტიკაა. პროგრამა რეგიონში 2020 წლიდან ხორციელდება. გასულ წელს 6000-მდე ორსულის კვლევა ჩატარდა და საკმაოდსერიოზული მაჩვენებლებია. კერძოდ, 300-ზე მეტი ორსულის სისხლში აღმოჩნდა ტყვიისმაღალი შემცველობა. პროგრამით მოსარგებლეები არიან აჭარის ა.რ. სამედიცინო დაწესებულებებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“ ანტენატალური კომპონენტით მოსარგებლე ორსულები და ლაქტაციის პერიოდში მყოფიქალები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისტერიტორიაზე. წელს პროგრამა გაფართოვდა და პროგრამით 8-14 წლამდე მოზარდები უკვესარგებლობენ“.
38 კვირის ფეხმძიმე, სოდიკო კახაძეს თქმით ,,პირველი კვლევა 12 კვირის ფეხმძიმობის პერიოდში გაიკეთა. მაჩვენებელი იყო 4 და არანაირი მედიკამენტი არ დასჭირვებია, განმეორებით დღეს ჩაუტარდა კვლევა და ანალიზის პასუხის შემდეგ ელოდება თუ რა რჩევასმისცემს ექიმი“.
ქალებს კვლევები ჩაუტარდებათ იმ დაწესებულებაში, სადაც ღებულობენ ანტენატალური მომსახურების სერვისს, აუცილებელია რეგისტრირებულნი იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ხოლო ბავშვების კვლევის საჭიროებას განსაზღვრავს ოჯახისექიმი.