მთავარი სხვადასხვა ტყუპები – ტყუპებისათვის!

ტყუპები – ტყუპებისათვის!

251
0

25 სექტემბერს ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს, სამ ტყუპ ძმას – ნიკა, ლუკა და საბა ხიდაშელებს ფოთიდან ესტუმრნენ ასევე სამი ტყუპი და – მარიამი, ნინო და ეკა მიქაძეები. სკოლაში მათი მისვლის მიზანი ინფორმაციული ხასიათის იყო. სკოლის 50-მდე ტყუპ მოსწავლეს გააცნეს სიახლე რომ 25 სექტემბერს საჯარო რეესტრში დაფუძნდა ფონდი „ტყუპები ტყუპებისათვის“, რომლის მიზანი იქნება იმ ტყუპების მხარდაჭერა და დახმარება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.11062769_1515367162088754_8898393306272133132_n
– ჩვენ ტყუპები ერთმანეთისთვის ვარსებობთ! ჩვენ ბევრნი 12039608_1515367145422089_7809679679187347562_nვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის მზად ვართ ერთმანეთის დასახმარებლად.
სკოლაში სტუმრად მისულმა ტყუპებმა, სკოლის ტყუპ მოსწავლეებთან და სკოლის დირექციის წარმომადგენლებთან ერთად სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს.