გიგი უგულავას ადვოკატებმა დღეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. იურისტები მიიჩნევენ, რომ თბილისის ყოფილი მერის პატიმრობა უკანონოა. ისინი წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცალკეული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ. ” სარჩელი ყველა ნიუანსის დაცვით არის შედგენილი და საკონსტიტუციო სასამართლო მას წარმოებაში აუცილებლად მიიღებს.”- ამბობენ უგულავას ადვოკატები. სარჩელი მათ კანცელარიაში უმცირესობის წარმომადგენელ სერგო რატიანთან ერთად შეიტანეს.