მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სესია ჩაიშალა

უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სესია ჩაიშალა

255
0

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებაზე დეპუტატებმა დღეს ქვორუმის არარსებობის გამო ვერ იმსჯელეს.

სხდომათა დარბაზში დამოუკიდებელი დეპუტატისა და პეტრე ზამბახიძის ყოფნის მიუხედავად მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ. ორივე მათგანმა სესიის ჩაშლაში პასუხისმგებლობა აჭარის მთავრობის თავმჯოდმარეს დააკისრა და არჩილ ხაბაძე აჭარის კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. მედეა ვასაძე საბჭოში მთავრობის თავმჯდომარის გამოუცხადებლობის საკითხით პრეზიდენტის დაინტერესებას გეგმავს.

პარტია „თავისუფალი დემოკრატების “ წარმომადგენლები თუკი მთავრობის თავმჯდომარე ოპოზიციის მესამე მიწვევასაც არ გაითვალისწინებს, პირობას დებენ, რომ ისინი არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებენ.

მმართველ გუნდში ოპოზიციის დღევანდელ ქმედებას დაგეგმილი პროვოკაცია უწოდეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას ადგილი ქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოწვევისთანავე არ გამოცხადდა-აცხადებენ ახალაგზრდა იურისტთა ასოციაციაში. თუმცა გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც კი კონსტიტუცია და რეგლამენტი სადამსჯელო სანქციებს არ იცნობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ორგანოში მოწვევის საკითხზე მსჯელობას მმართველი გუნდი 15 ოქტომბერს ჩანიშნულ პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

TV25.ge