ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმებმა უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.
აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურება გაუწია: ქირურგმა, ოფთალმოლოგმა, კარდიოლოგმა, ექოსკოპისტმა, თერაპევტმა, ნევროპათოლოგმა და ოტო-რინო-ლარინგოლოგმა. მოსახლეობას ასევე კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც ჩაუტარდათ.
სამედიცინო აქციის ფარგლებში მიმდინარე წელს ახალსოფლის ამბულატრიაში ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. უფასო გამოკვლევებით 100-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა.