ამ წუთებში ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მედიკოსები უფასო სამედიცინო აქციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარის აღმართში ატარებენ, სადაც ადგილობრივებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს თერაპევტი, ექოსკოპისტი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ქირურგი და ოტო-რინო-ლარინგოლოგი. აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნობიან.