მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ფაშიზმზე გამარჯვების დღე ქედაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ქედაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

215
0

9 მაისი ქედაში წელს სამწუხაროდ სამამულო ომის ვეტერანის გარეშე გაიმართა. მიუხედავად ამისა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა, თვითმმართველობის მოხელეებმა და საზოგადოების წევრებმა, გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს დაბა ქედაში არსებული მეომრიალური დაფა, წონისრისის მემორიალური ტანკი და ცხმორისის სამამულო ომის კუთხე. პარალელურად გაიმართა კულტურული ღნისძიებები, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ, ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ,,ელესა”, წონიარისის მოსწავლე-ახალგაზრდები და ცხმორისის კულტურის სახლის ანსამბლები.
პირველმა პირებმა საზოგადოებასთან ერთად გაიხსენეს ქედელი ვეტერანები, ისაუბრეს საქართველოს როლზე კაციობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ ომში და ერთმანეთს გამარჯვების დღე მიულოცეს.
ღონისძიებები ქედის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.