მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქედაში სააღდგომო ფუთები 9 ხანდაზმულს გადაეცა

ქედაში სააღდგომო ფუთები 9 ხანდაზმულს გადაეცა

471
0

,,სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისების უზრუნველყოფა» პროგრამის ფარგლებში, ქედაში 9 ბენეფიციარს სააღდგომო ფუთები არსამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნულმა ფონდმა» — NAF-მა გადასცა.
პროგრამა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და მოხალისეობრივ საქმიანობას გამგეობის 6 მოხელე კვირაში ერთხელ ეწევა.
მოხალისეებმა სააღდგომო საჩუქრები ბენეფიციარებს ბინაზე მიუტანეს, რამაც ისინი ძალიან გაახარა.
პროექტი ქედაში ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოს არბაითენ სამარიტელთა ბუნდი“-სა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობით ხორციელდება.