1989 წლის 9 აპრილიდან 33 წელი გავიდა. ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
’’გილოცავთ ამ დღეს, თავისუფლების დღეს. 9 აპრილი თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. ეს არის დღეს ბრძოლის, რწმენის, თავისუფლების დღე. გულწრფელი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვისაც მცირედი წვლილი მიუძღვის იმ მიზნის მიღწევისთვის, რისთვისაც იბრძოლეს. ჩვენი თავისუფლებისთვის, მაშინ მათ სასწაული გააკეთეს. გმირობა, რომელიც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს შეუფასებელია. მადლობა თავისუფლებისთვის“ განაცხადა– ლევან ზოიძემ