„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ქობულეთში, მირიან ქათამაძე, ციხისძირისა და შუაღელის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ მაჟორიტარობის კანდიდატები.
ამომრჩეველთან მირიან ქათამაძემ მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო.
„თქვენთვის მხოლოდ იმ დაპირებების მოცემა შემიძლია, რომელსაც შევასრულებ. ვერანაირი ძალა ვერ დაგვიდგება წინ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის საქმეში“, – განუცხადა მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებს.