მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქობულეთის საკრებულოს ისტორიაში მრავალათასიანი ხელმოწერით პირველი პეტიცია შევიდა

ქობულეთის საკრებულოს ისტორიაში მრავალათასიანი ხელმოწერით პირველი პეტიცია შევიდა

635
0

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი ქობულეთის“ წარმომადგენლებმა ქობულეთელთა მრავალათასიანი ხელწერებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს პეტიციით მიმართეს, პეტიციის მიზანი ქობულეთისთვის „ნაციონალების“ მმართველობის დროს წართმეული ქალაქის სტატუსის აღდგენაა. ორგანიზაციის თავმჯდომარე თამაზ გოგიბერიძე აცხადებს, რომ `ნაციონალების~ მიერ შეურაცხყოფილი ქობულეთელები `ოცნებამაც~ მოატყუა და ისეთი საკურორტო ქალაქი, როგორიც ქობულეთია, სტატუსის გარეშე დატოვა:
20151209_120455– ჩვენი ხელწერები და ჩვენი სურვილები, რომ მიგვეღო ქალაქის სტატუსი, ჩაშალა „ქართულმა ოცნებამ“ და ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილის შეპირებაც ამის თაობაზე სიცრუე აღმოჩნდა. ამის გამო მე ტელეეთერში მისი პროგრამა საჯაროდ დავხიე… ამჯერად საკრებულოში შევდივართ კანონის შესაბამისობაში მოყვანილი პეტიციით, რომელიც გვაძლევს საშუალებას აიძულოს ქობულეთის საკრებულო განიხილოს და მიიღოს ქალაქის სტატუსის აღდგენის გადაწყვეტილება. თუ ეს არ მოხდება, მე, პირადად, ერთი რიგითი ქობულეთელი თამაზ გოგიბერიძე, მოვუწოდებ მთელ ქობულეთს, რომ არც ერთი ქალაქელი, ვისაც ღირსება და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა გააჩნია, აფასებს ჩვენს ქართულ ტრადიციებს ქობულეთთან მიმართებაში, არ გამოვიდეს და არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა – აცხადებს თამაზ გოგიბერიძე.

გაზეთი „ჩემი ქობულეთი“