მთავარი სტატიები ქობულეთი პულმონოლოგიურ – ბალნეოლოგიური კურორტი

ქობულეთი პულმონოლოგიურ – ბალნეოლოგიური კურორტი

317
0

ქობულეთის ისტორია სათავეს იღებს ჩ.წ. აღრიცხვამდე, აქ ნაპოვნია ძვ.წ.აღ. V საუკუნის ოქროს ბრწყინვალე ნაკეთობები – ჭურჭელი, ლარნაკები და ა.შ. ასევე ოქროს ფიგურიანი  კრატერი, რომელიც მსოფლიოში სულ რამდენიმეა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქობულეთის ზღვისპირა ზოლი ელიტალურ კურორტად იქცა. იგი რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II-ის განკარგულებით გადაეცა იმ მთავარსარდლებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს რუსეთ-თუქეთის ომის დროს. გავლენიანმა მაღალჩინოსნებმა სათანადოდ შეაფასეს ნაჩუქარი მიწის მნიშვნელობა და დაიწყეს ქობულეთის ზღვისპირა ზოლის განაშენიანება მდიდრული აგარაკებით, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად ზაფხულისა და ზამთრის შვებულებას ატარებდნენ.

მრავალმა სამცნიერო დაკვირვებამ აჩვენა, რომ ქობულეთის სანაპიროზე მკურნალობამ დიდი შედეგები მოუტანა პაციენტებს შემდეგ დაავადებებზე: გულსისხლძარღვთა სისტემის რაქიტი, ნერვოზი, სისხლნაკლებობა, სასუნთქი გზების დაავადებები, ჯირკვლების და სახსრების დაავადებები, ტუბერკულიოზი და სხვა.

ქობულეთის ჰავის სასარგებლო თვისებების უნიკალურობა განაპირობა მისმა განსაკუთრებულმა ადგილმდებარეობამ, თუ დაუკვირდებით რუქაზე ქობულეთი შავი ზღვის სანაპირო ზოლის იმ ადგილას არის გაშენებული, სადაც ხმელეთი შესამჩნევად შეწეულია და ქმნის უბეს, რის გამოც ზღვიდან შემოსული ძლიერი ჰაერის ნაკადი ხვდება ქობულეთის სანაპიროს, სამსუნის მთებისა და შავი ზღვის

 ჰაერის შერწყმის გამო ჰაერი ხდება განსაკუთრებული, ის გაჯერებულია მთისა და ზღვის ჰაერის მიკროელემენტებითა და იოდით, რაც მას უნიკალურ სამკურნალო თვისებებს ანიჭებს, მსგავსი ჰაერის ნაზავი შავი ზღვისპირა ზოლში იშვიათობას წარმოადგენს, სსრკ-ს არსებობის პერიოდში გამოიკვლიეს ზღვიდან შემოსული ჰაერის შემადგენლობა და 1924 წელს ქობულეთს მიენიჭა საკავშირო მნიშვნელობის პირველი კატეგორიის კოროტის სტატუსი. ასევე კვლევებიდან გაირკვა, რომ მიკროელემენტებით გაჯერებული ჰაერის მასა ქობულეთის  სანაპიროს 9 კილომეტრიანი ზოლიდან, დიდი კონცენტრაციით სულ 2 კილომეტრზე ვრცელდება, რაც შემდგომში იწოდა საკურორტო ზონად და მხოლოდ ამ მონაკვეთში გაშენდა სამკურნალო სანატორიუმები, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ჩამოდიოდნენ  ავადმყოფები სამკურნალოდ.

ასევე მინდა აღვნიშნო ქობულეთში არსებული ბალნეოლოგიური დანიშნულების გოგირდის თბილი წყალი, რომელიც ამოდის დიდი სიღრმიდან და ზამთარ – ზაფხულ მუდმივ ტემპერატურას ინარჩუნებს. წყალი ძალიან სასარგებლოა როგორც აბაზანების მისაღებად, ასევე დასალევადაც. წყალი მნიშვნელოვნად უხდება შემდეგ დაავადებებს: ოსტეოქონდროზი, ართრიტი, ყველა სახის კანის დაავადებები, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მხედველობასა და სმენას.

მალხაზ ხაბაზი