ქობულეთში ახალი, ულტრათანამედროვე დონის ჯანმრთელობის კერა გაიხსნა, სტომატოლოგიური კლინიკა „ESTELINE“ ორშაბათიდან პირველ პაციენტებს მიიღებს და ევროპული ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს.
კლინიკის მფლობელებს საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება – „სამტრედიელი სტომატოლოგების“ სახელით ცნობილი გია და ეთერ მეგენეიშვილები „ESTELINE“ -ს გახსნის წინ ადგილობრივთა და არა მარტო ადგილობრივთა განსაკუთრებულ სიყვარულს გრძნობდნენ…
პრეზენტაციაზე ბევრი ადამიანი შეიკრიბა, აქ იყო ქობულეთის საზოგადოება და არა მარტო ქობულეთელი
მადლიერი პაციენტები, არამედ ის ადამიანებიც საქართველოს ქალაქებიდან, რომელთაც სხვადასხვა დროს გაუვლიათ მკურნალობა ეთერ ექიმთან.
კლინიკა ევროპული სტანდარტების დაცვითაა აგებული და გათვლილია პაციენტის სრულ კომფორტსა და მაღალი ხარისხის სერვისებზე, სტომატოლოგიური მომსახურების მიღების მსურველ პაციენტთა სამსახურში იქნება ასევე თანამედროვე სახის სასტერილიზაციო აპარატურა, სავარძლები, რენტგენოგრაფი, თერაპიული და ქირურგიული კაბინეტები სრული აღჭურვილობით, კლინიკაში ასევე იმუშავებებნ მაღალი კლასის კბილის ტექნიკოსები, პერმანენტულად დაინერგება კლინიკური, კოსმეტიკურ და რესტავრაციული მომსახურების ახალ ახალი მეთოდები.
– ჩვენ გამოვიყენებთ უახლეს სტომატოლოგიურ ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველვყოთ თითეული პაციენტის ევროპული სტანდარტებით მკურნალობა. გვყავს და კვლავაც მოვიზიდავთ გამოცდილ ექიმთა გუნდს, რათა ჩვენი სტანდარტები იყოს მუდმივად განახლებადი და ვიმუშაოთ უახლესი მეთოდებით, რომელიც არსებობს ამ სფეროში – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ეთერ მეგენეიშვილმა.
კლინიკა „ESTELINE“ თავისი ინტერიერ-ექსტერიერითაც მიმზიდველია, აქ ყველაფერი მაღალი, დახვეწილი გემოვნებითაა შესრულებული და აჭარის მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკად შეიძლება ჩაითვალოს.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა