მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი ქურდული სამყაროს წევრები ტაქსისტებს “საერთოს” შეგროვებას აიძულებდნენ დაკავებულია 9 პირი –...

ქურდული სამყაროს წევრები ტაქსისტებს “საერთოს” შეგროვებას აიძულებდნენ დაკავებულია 9 პირი – შსს

373
0

შინაგან საქმეთა სამინისტრომქურდულ სამყაროსთანკავშირში მყოფი 9 პირი დააკავა. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული .. (მეტსახელადაბაშა“), 1993 წელსდაბადებული .., 1984 წელს დაბადებული .., 1992 წელს დაბადებული .. (მეტსახელადბუბლიკა“), 1989 წელს დაბადებული .., 1990 წელს დაბადებული .., 1997 წელს დაბადებული.., 1962 წელს დაბადებული . . (მეტსახელადმეგრელა“) და 1991 წელს დაბადებული .. მათ ბრალიქურდული სამყაროსწევრობაში, “ქურდული სამყაროსსაქმიანობისმხარდაჭერასა დაქურდული სამყაროსწევრისთვის მიმართვაში ედებათ.

გამოძიებით დადგინდა, რომქურდული სამყაროსწევრები: .., .. და .., საზღვარგარეთმყოფიკანონიერი ქურდის“ – . .-ის დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტისგამოყენებით, თავისთვის დაქურდული სამყაროსთვისსარგებლისა და უპირატესობისმისაღებად, “ქურდული სამყაროსძალაუფლების განმტკიცების მიზნით, 2021 წლის მაისისთვიდან, ორგანიზებას უწევდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე, თვითდასაქმებული კერძო ტაქსების მძღოლებისგან .. ქურდული საერთოს შეგროვებას.

აღნიშნულის განხორციელების მიზნით, ისინიქურდული სამყაროსმხარდამჭერ ტაქსისმძღოლებს..-, ..- და ..-, რომლებმაც იცოდნენქურდული სამყაროს წევრებისსაქმიანობის შესახებ, ასევე, აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე სხვა თვითდასაქმებულტაქსისტებს სთხოვდნენ .. ქურდულ საერთოში შეეტანათ მათ მიერ გამომუშავებული თანხისნახევარი, რის სანაცვლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე შეუზღუდავიმუშაობის საშუალება მიეცემოდათ.

ქურდული სამყაროსწევრები.., . . და . . სისტემატურად აკონტროლებდნენ, რომთბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კერძო ტაქსით მუშაობის უფლებაჰქონოდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც .. ,,ქურდული საერთოსთვისთანხას იხდიდნენ.

ქურდული სამყაროსაღნიშნულ წევრებსა და იმ მძღოლებს შორის, რომლებიც მათ თანხას არუხდიდნენ, დაპირისპირება წარმოიქმნა. 2021 წლის აგვისტოში, არსებული დავის თავისსასარგებლოდ გადასაწყვეტად დაქურდული სამყაროსწევრებზე გავლენის მოხდენისმიზნით, . . და .. გაემგზავრნენ თურქეთში, სადაც შეხვდნენ ქართველკანონიერ ქურდ..-, რომელმაც დავა მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა.

მოგვიანებით, დაპირისპირებული მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ..- და მისმომხრე მძღოლებსქურდული სამყაროსწევრებმა კვლავ აუკრძალეს აეროპორტისტერიტორიაზე საქმიანობა.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკადა ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს დასაზღვარგარეთ მყოფკანონიერ ქურდებსუკავშირდებოდნენ, ასევე ამოღებულია ფული დაარაოფიციალური დოკუმენტაცია.

ქურდული სამყაროსწევრობის, „ქურდული სამყაროსწევრისთვის მიმართვის დაქურდულისამყაროსსაქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 223- პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223- პრიმა-3 მუხლის მეორენაწილით და 223- პრიმა-4 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსსამინისტროს განცხადებაში.