ფოთში, ახალ რაიონში, დევნილების დასახლებაში, საკანალიზაციო მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. ჩვილი ტანსაცმელში იყო გახვეული.
იმფორმაციას ამის შესახებ ,,მთავარი არხი” ავრცელებს.
ადგილობრივებმა ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და მეზობლები მისგაწმენდას ცდილობდნენ.
ადგილზე პოლიცია მუშაობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები..
პოლიციას, ამ დროისთვის, ეჭვმიტანილი არ ჰყავს.
ვრცელდება ვერსია, რომ შესაძლოა ქალი სხვაგან ცხოვრობდა და ახალშობილი ამ ადგილას კვალის დაფარვის მიზნით მიიყვანა.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.