არასრულწლოვნის გაუპატიურების სავარაუდო შემთხვევა სამეგრელოში – უმძიმესდანაშაულში არასრულწლოვანი გოგონას მამინაცვალია ეჭვმიტანილი.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,მთავარი არხი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, რის შემდეგაც მამაკაცი ოკუპირებულ აფხაზეთში გაიქცა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს ოჯახი მალავდა და მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სავარაუდო მოძალადემ თავი ოკუპირებულ ტერიტორიას შეაფარა.
მომხდარზე მოკვლევა დაწყებულია. სამართალდამცველები ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.