მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება შეხვედრა გადაუდებელი სამსახურების წარმომადგენლებთან

შეხვედრა გადაუდებელი სამსახურების წარმომადგენლებთან

256
0

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა, სპეციალურ შეხვედრაზე, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებების და საგანგებო სამსახურების წარმომადგნლები ესწრებოდნენ, გადაუდებელ შემთხვევებში პაციენტების აჭარიდან თბილისის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში დროული ტრანსპორტირება და ამ პროცესში ჩართული სამსახურების კოორდინირებული მუშაობა განიხილეს. ნუგზარ სურმანიძის განმარტებით, ბოლო დღეებში სამინისტროს ჩივილით მიმართა რამდენიმე მოქალაქემ და პაციენტის ტრანსპორტირების პროცესში დახმარება ითხოვა. მინისტრმა, შეხვედრის მონაწილეებს შეთანხმებელი მოქმედებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ფაქტის განმეორების შემთხვევაში დაისმება დამნაშავის პასუხისმგებელობის საკითხი.