მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ძლიერი წვიმის შედეგად ხულოს, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესები განვითარდა

ძლიერი წვიმის შედეგად ხულოს, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესები განვითარდა

225
0

მაღალმთიან აჭარაში ძლიერი წვიმის შედეგად დამეწყრილი გზები ინტენსიურად იწმინდება ძლიერი წვიმის შედეგად ხულოს, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე მიმართულებით მეწყრული პროცესები განვითარდა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დილიდანვე მობილიზებულია დეპარტამენტის ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ადგილობრივი მნიშვნელობის ზალმეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ყინჩაური წაბლანას გზაზე ჯერჯერობით გაწმენდითი სამუშაოები არ დაწყებულა, საჭიროა გეოლოგიური სამსახურის ჩართვა დამეწყრილი ადგილმდებარეობის შესასწავლად. ადგილობრივები, დროებით, შემოვლითი გზით შეძლებენ სარგებლობას. ქედაში სამ ლოკაციზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო ხელვაჩაურში დამეწყრილი გზები 8 მიმართულებით იწმინდება.