მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამოფენა მოეწყო

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამოფენა მოეწყო

312
0

დღეს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში მოეწყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავის საიუბილეო თარიღისადმი მუზეუმის ფონდში დაცული საეკლესიო სამოსელისა და ნივთები გამოფენა.
გამოფენის გახსნას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და სასულიერო პირები დაესწრნენ.
ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის დირექტორმა ოთარ გოგილიშვილმა, გამოფენაზე მოსულმა სტუმრებმა.
„ ავტოკეფალიის აღდგენა უდიდესი მოვლენა იყო არა მარტო ეკლესიისათვის, არამედ ქვეყნისთვისაც, რადგან იგი წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის წინაპირობას. მადლობა მინდა გადავუხადო ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის თანამშრომლებს, რომ მოგვეცა საშუალება გვენახა ეს უნიკალური ნივთები, რომელიც მუზეუმის ფონდში იყო დაცული. გვაზიარა იმ დიდ სიწმინდეს, რომელიც არა მარტო მუზეუმის განძია არამედ წარმოადგენს სრულიად საქართველოს სიმდიდრესა და ისტორიას“- აღნიშნა მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძემ.
მუზეუმის ფონდებში დაცული საგანძური – გასული საუკუნეების ხატები, სამოსი, წიგნები, აღკაზმულობა, საეკლესიო ნივთები, როგორც მუზეუმის დირექტორმა ოთარ გოგოლიშვილმა აღნიშნა- ექსპონატების უმეტესი ნაწილი ბათუმის ე.წ. „სობოროსა“ და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრების საკუთრება გახლდათ, რომელიც წინა საუკუნის 30-იანი წლებიდან, ბათუმში მოღვაწე სასულიერო პირებისა და მხარეთმცოდმენობის მუზეუმის იმჟამინდელი დირექტორის დამსახურებით გადაურჩა განადგურებას.
საიუბილეო გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ორ კვირას გაგრძელდება.