აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ზურაბ გორგილაძის საფლავი ყვავილებით შეამკეს. ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში პოეტის საფლავზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მწერალთა კავშირის წევრები. პოეტის სულის მოსახენიებელი პანა…შვიდი საკათედრო ტაძრის მოძღვრებმა მამა სერგიმ და მამა ანდრიამ აღავლინეს. ასევე ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში პოეტის სახელობის სკვერი და მემორიალური დაფა საზეიმოდ გაიხსნა.
ჩაქვიდან საიუბილეო ღონისძიებების მონაწილეებმა ზურაბ გორგილაძის მშობლიურ სოფელში – გორგაძეებში გადაინაცვლეს, სადაც მამისეულ სახლში პოეტის სახლ-მუზეუმი გაიხსნა, ხოლო მოგვიანებით ქობულეთის კულტურის სახლში პოეტის საიუბილეო საღამო გაიმართა
მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ხელისუფლების წამრმომადგენლები ზურაბ გორგილაძის საფლავთან შეიკრიბნენ