მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ხულოში საბიბლიოთეკო კვირეული დაიწყო

ხულოში საბიბლიოთეკო კვირეული დაიწყო

297
0

ხულოს მუნიციპალიტეტში საბიბლიოთეკო კვირეული დაიწყო. კვირეული დღეს ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში ა(ა)იპ „ხულოს სახელოვნებო სკოლის“ ბაზაზე არსებულმა ხულოს თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა ბავშვთა თეატრალურმა სტუდიამ გახსნა.
ღონისძიებაზე პატარა მსახიობებმა, ფრანგული ზღაპრის მიხედვით შექმნილი თოჯინური სპექტაკლი “ვარიაცია წითელქუდას თემაზე” წარმოადგინეს. ღონისძიებას გამგებლის პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ზვიად თავართქილაძე და ა(ა)იპ „ხულოს კულტურის ცენტრის“ დირექტორი ჯუმბერ აბაშიძე, დაბის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ.