მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარის მთავრობის ვიზიტი ქალაქ სიანიანში

აჭარის მთავრობის ვიზიტი ქალაქ სიანიანში

150
0

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალა ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ზურაბ პატარაძე და ლაშა კომახიძე ჰუბეის პროვინციის ქალაქ სიანიანის მუნიციპალური მთავრობის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას სიანიანის მუნიციპალური მთავრობის მერი, მუნიციპალური პარტიის კომიტეტის მდივანი, მერის მოადგილე, მთავრობის მდივანი, სიანიანის საგარეო და საზღვარგარეთის საქმეთა ბიუროს დირექტორი, საავტომობილო ინდუსტრიის ოფისის დირექტორი და თავისუფალი სავაჭრო ზონის დირექტორი ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კმაყოფილება გამოთქვა, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში შედგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ქ. სიანიანში, რომელიც ემსახურება ქვეყნებს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას/განვითარებას. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. გამოითქვა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების სურვილი. დღესვე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ზურაბ პატარაძე და ლაშა კომახიძე სიანიანის თავისუფალ სავაჭრო სივრცეს და ავტომწარმოებელ ქარხანას დაათვალიერებენ. გაიმართება შეხვედრები ჩინური კომპანიების წარმომადგენლებთანაც. ქ. ბათუმსა და ქ. სიანიანს შორის თანამშრომლობის განვითარების შესახებ განზრახვის განაცხადს 2017 წლის 27 ნოემბერს ხელი მოეწერა. აჭარის მთავრობის ორდღიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 მარტს დასრულდება.