მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან დედა-შვილის ცხედარი ამოასვენეს

ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან დედა-შვილის ცხედარი ამოასვენეს

633
0

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებიდან სამაშველო სამსახურმა კიდევ 2 ცხედარიამოასვენეს.

ინფორმაციას ამის შესახებ, სამაშველო სამსახური ადასტურებს.

ნანგრევებში დაღუპულები დედა–შვილია.

სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 გარდაიცვალა.

გარდაცვილთაგან  3 ბავშვია. 

ერთი ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს – კაცის მდგომარეობართულია, თუმცა – სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო–სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

მაშველები ეძებენ კიდევ ერთ ადამიანს.