მთავარი პოლიტიკა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე – ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ესმაილ...

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე – ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ესმაილ თექიეს შეხვდა

261
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან ბათუმში, ესმაილ თექიე სადათთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

თორნიკე რიჟვაძემ ირანელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებულ დადებით დინამიკას   კულტურულჰუმანიტარულ და სავაჭროეკონომიკურ სფეროებში. აღინიშნა, რომ ყოველწლიურად მზარდია საქართველოსა და ირანს შორის ვაჭრობის მაჩვენებელი, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მხარეების ეკონომიკურ განვითარებაში.

შეხვედრას ირანის კონსული მოჰამად რეზა ყორბანიანი ესწრებოდა.