მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ახალი აღმოჩენა კრივის ისტორიაში

ახალი აღმოჩენა კრივის ისტორიაში

786
0

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე კრივში აჭარის ნაკრებმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით გორგილაძემ (მწვრთნელი გოჩა აბაშიძე), რომელიც ახალი აღმოჩენაა საქართველოს კრივის იასტორიაში, მან საკმაოდ ძლიერი მეტოქეები დაამარცხა. დავით გორგილაძესთან ერთად ასპარეზობაზე შესანიშნავი შედეგები დადეს მოკრივეებმა: დავით შერვაშიძემ (49 კგ) – მეორე ადგილი, ივერი ზოიძემ (91 კგ.) – მეორე ადგილი, მიხეილ ბერუაშვილმა (60 კგ.) – მე-3 ადგილი და ნიაზ გორგოშაძემ (+91 კგ.) – მესამე ადგილი. როგორც შეჯიბრების მონაწილე სპორტსმენები აცხადებენ, აღნიშნული ასპარეზობა საუკეთესო პრელუდიაა უფრო მეტი გამოცდილების შესაძენად და იძლევა იმედს, რომ 2017 წლის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატისათვის მოემზადებიან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.