ბათუმის ახალარჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი, უფლებამოსილების განხორციელებას უკვეშეუდგა ჩიქოვანი დღეს ბათუმის მერიაში მივიდა და თანამშრომელებთან შეხვედრები გამართა.
,,დღევანდელი დღე ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია ჩემს ცხოვრებაში. დღეს უკვე შევუდგებიქალაქის მართვას, როგორც ბათუმის მერი. წინ გამოწვევებით სავსე ოთხი წელი გველოდება, რომელთანაც გამკლავება ჩემს გუნდთან, მერიის თანამშრომლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმშიმოგვიწევს. ჩემი მერობის პერიოდში პრიორიტეტული იქნება მოსახლეობასთან მაქსიმალურიკომუნიკაცია. აქვე გეტყვით, რომ მერიასა და მუნიციპალურ სერვისებში აქტიურად შევხვდებითთანაქალაქელებს. მთავარია, ჩვენ უწყვეტი დიალოგი გვქონდეს ბათუმელებთან და მჯერა, რომერთობლივად ჩვენ შევძლებთ ქალაქის მართვას უკეთესი ბათუმისთვის. მე ვიქნები ისადამიანი, ის მერი, ის ბათუმელი, რომელიც ყოველთვის იდგება თანაქალაქელების გვერდით. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის პასუხისმგებლობა და სიყვარული, რომელიც ბათუმისადა ბათუმელების მიმართ გამაჩნია“-აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.