მთავარი პოლიტიკა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ – 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ – 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

818
0

მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ბათუმის საკრებულოს მორიგ სხდომაზე ქალაქის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას მხარი 19–მა საკრებულოს წევრმა დაუჭირა.

დოკუმენტის მიხედვით, ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტი 284 950 000  ლარს შეადგენს.

პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად პრიორიტეტების მიხედვით ასიგნებები  შემდეგნაირად გადანაწილდა:

,,აჭარა პსჩამონათვალს სრულად გთავაზობთ:

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება – 45,503.3 ათასი ლარი;

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება – 121,366.5 ათასი ლარი;

ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება – 26,396.2 ათასი ლარი;

განათლება – 36,329.2 ათასი ლარი;

კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი – 18,594.9 ათასი ლარი;

ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 25,462.2 ათასი ლარი;

ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება – 1,322.4 ათასი ლარი;

მუნიციპალური სერვისების განვითარება – 9,975.3 ათასი ლარი.

სხდომაზე დამტკიცდა ცვლილებაქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზესაკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბერის №21 დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები   საქართველოს კანონისსათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებშესაბამისად.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა დასაკრებულოს  პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და პროფესიულ საჯარო მოხელეებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხელფასები გაეზარდათ10%-ით, ხოლო  საშტატო ნუსხაში გაიზარდა რანგირება მოხელეთა თანამდებობების რამდენიმე პოზიციაზე.

საკრებულომ ცვლილება შეიტანა გარე რეკლამის განთავსების ნებართვისშემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესში, ასევე  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში.

სხდომაზე დამტკიცდა ბათუმში, ფარნავაზ მეფის . №92/94-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზევალერი ალთაბაევის მემორიალური დაფის, ხოლო გორგილაძის . №2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე პაპულა თალაკვაძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხები.

საკრებულომ დაამტკიცა ცვლილებაქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებისგან ხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცებისშესახებსაკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის N8 დადგენილებაში.  ცვლილება ითვალისწინებს   ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდათანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის გაზრდას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ სხდომას არ ესწრებოდნენ  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრები.

დეპუტატებმა  ბრიფინგი ბათუმისსაკრებულოში   სხდომის დაწყების წინ, გამართეს სადაც განაცხადეს, რომ ბათუმის საკრებულოს სხდომებს აღარ დაესწრებიან.

ხვიჩა მამულაძე