ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 18 ოქტომბრიდან განახლდება. გამწვანების სამსახურმა ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საბავშვო ბაღში უკვე განახორციელა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები, წინსწრებით ჩატარდა ყველა პრევენციული ღონისძიება, რაც სააღმზრდელო პროცესის დაანონსებულზე ადრე განახლების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ნაცვლად 19 ოქტომბრისა, ბათუმის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი 18 ოქტომბრიდან განახლდება.