ხაშურის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “ფრესკა” თურქეთის რესპუბლიკის ქ. ორდუსა და გირასუნში 7-10 მაისისათვის რეგიონისა და აღნიშნული ქალაქების ხელმძღვანელობის მიწვევით საგასტროლოდ მიემგზავრება. ანსამბლი “ფრესკა” თურქეთის რამდენიმე ქალაქში ქართულ-თურქული კულტურის დღეებში მიიღებს მონაწილეობას, ხაშურელი მოცეკვავეები თურქეთში სპეციალურად იქ მცხოვრები ჩვენებურებისთვის იცეკვებენ…
როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი ელენე რატიანი აცხადებს, მსგავსი მასშტაბური გასტროლი “ფრესკას” ისტორიაში პირველია და ასეთი საპასუხისმგებლო ტურნესთვის დიდი სამზადისია გაჩაღებული… ქალბატონი ელენე დარწმუნებულია, რომ მისი აღსაზრდელები თავიანთი ხელოვნებით კიდევ ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ფურცელს შეჰმატებენ ანსამბლის მდიდარ ისტორიას…
“ფრესკას” თურქული ტურნეს საინფორმაციო უზრუნველყოფას თურქეთის რესპუბლიკის შავიზღვისპირეთის ჟურნალისტთა ასოციაცია “19 სექტემბერი” და ქართული მედიაჰოლდინგი “აჭარა P.S.” ახორციელებენ. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონცერტებს ქ. ორდუს ადგილობრივი ტელეარხებისა და ტელეკომპანია ტვ12-ის მაყურებელი უახლოეს დღეებში იხილავს.