ბათუმის სასპორტო სკოლაში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრს ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ. ტურნირი ახალგაზრდებს შორის ბათუმის მერიის ორგანიზებითა და ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით წელს მეექვსედ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 9 ქვეყნის 170-მდე სპორტსმენმა მიიღო. პრიზიორები 8 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. გამარჯვებულები მედლებით, თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.