ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ნადიმ ვარშანიძე გამგეობის სამსახურის და განყოფილების უფროსებთან ერთად ადგილობრივებს არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. მოსახლეობა ძირითადად დასაქმებას, საშეშე მასალის გამოყოფას და საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ჩარიცხვას ითხოვდს. გამგებელი მოსახლეობას დახმარებას ეტაპობრივად დაპირდა.