გახარია ,,საქართველოსთვის” ბათუმის საკრებულოს წევრი ნინო ბაციაშვილი საჯრებულოს ტოვებს. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელ ,,facebook”-ზე პოსტი დაწერა.
,,აჭარა პ.ს” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
,,მოგესალმებით მეგობრებო, ვიცი ბევრისთვის მოულოდნელობა იყო ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა, და ასევე მოულოდნელი იქნება ის გადაწყვეტილება, რაზეც ახლა მოგახსენებთ. თუმცა, ჩემი, როგორც მოქმედი მოჭადრაკის სვლები განპირობებულია პოზიციური გარემოებებით და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით.
ჩემი მიზანი იყო და რჩება, ჩემი წვლილი შევიტანო დღეს საქართველოში პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს შესაცვლელად, საზოგადოების ერთიანობის და მოქალაქეების ერთმანეთთან დაახლოებისათვის. ქალაქის კეთილდღეობისთვის ჩემი წვლილის შეტანის, მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, სიღარიბის აღმოფრხვის, ეკოლოგიის გადასარჩენად – ვიყარე კენჭი პარტია საქართველოსთან ერთად გასული წლისარჩევნებზე და მოვხვდი ბათუმის საკრებულოში. სწორედ, პარტია “საქართველოსთვის” მესახება იმ ძალად, რომელიც დარწმუნებული ვარ გადამწყვეტ როლს შეასრულებს ქვეყანაში პოლარიზების შემცირებაში, და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენც გვეღირსება ევროპული ტიპის დემოკრატიული, კოალიციური მმართველობა.
ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა, ბატონ გიორგი გახარიასთან და მის გუნდთან ერთადმუშაობა და ასევე ძალიან დიდი სიამოვნება არის იმის ხილვა, თუ როგორ უანგაროდშეუძლიათ ადამიანებს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა. მე, რა თქმა უნდა, სადაც არუნდა ვიყო, გავაგრძელებ ამ ღირსეულ ადამიანებთან ერთად ბრძოლას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით. გამარჯვებით – რომლის მიზანიც მხოლოდ ძლიერი ქართული სახელმწიფო და საქართველოს მოქალაქეებია.
ასევე, ჩემი საჭადრაკო კარიერა, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვასმთელს მსოფლიოში, ხშირად მოითხოვს – სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობის მიზნით დავტოვო ქვეყანა. მე ზუსტად ვაცნობიერებ, რომ ორივე საქმე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომაც არ მსურს, რომელიმე დავაზიანო.
სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო ბათუმის საკრებულო, რადგან:
1. ბათუმი და ბათუმელები იმსახურებენ საკრებულოს თითოეული წევრისგან მაქსიმალურ ჩართულობას და თითოეული პრობლემის გულთან მიტანას. იმედია, ეს ჩემი გადადგმული ნაბიჯი, კიდევ ერთხელ დააფიქრებს ქართულ ოცნებას და ნაც. მოძრაობას, რომ ამოსავალიუნდა იყოს ჩვენი თანაქალაქელები და ქალაქის ბედი არ უნდა გადავაყოლოთ პოლიტიკურ ქიშპობას, ან პირად სურვილებს !
2. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პარტია ,, საქართველოსთვის“ წევრებზე მიმდინარეობსენით აღუწერელი ზეწოლა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათი ინტერესების დაცვაბათუმის საკრებულოში ხდებოდეს აქტიურად და ყველას ძალიან კარგად ესმოდეს, რომ ჩვენარ ვაპირებთ დანებებას, პირიქით – ჩვენი პარტია ყოველთვის იდგება ხალხის სამსახურში დაამას ვერაფერი/ვერავინ შეცვლის !
3. საკრებულოში ჩემს ნაცვლად შევა ჩვენი პარტიის ღირსეული წევრი, რომელიცდარწმუნებული ვარ, რომ თავის მაქსიმუმს გააკეთებს ქალაქისთვის. ჩემთვისუმნიშვნელოვანესია რომ საკრებულოში მე, ასევე ქალი პოლიტიკოსი შემცვლის.
4. ხოლო იქ, სადაც ჩემი ჩანაცვლება ცოტა რთულია, გავაგრძელო ჩვენი ქვეყნის ღირსებისდაცვა ყველა საერთაშორისო ტურნირზე და ამით ჩემი წვლილი შევიტანო ქართული სპორტის ისტორიაში.
მე ვრჩები პარტიის წევრად და მწამს, რომ ჩემი და ჩემი თანაპარტიელების, თანამოქალაქეების ცდა, აუცილებლად გამოიღებს შედეგს, უკეთესი საქართველოსთვის.
ნინო ბაციაშვილი“-წერია განცხადებაში.