მთავარი პოლიტიკა ენმ-ში აცხადებენ, რომ ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე თორნიკე რიჟვაძის მამის...

ენმ-ში აცხადებენ, რომ ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით ზეწოლას ახდენდნენ

262
0

ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ ბათუმის ახალისაკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, ასლან აბაშიძის დროინდელი ორიძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.

დღეა გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ენმის წევრებმა აუდიო ჩანაწერები გაასაჯაროეს, სადაც ისმის, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობენ და სთხოვენსაკრებულოშინეიტრალური მხარი დაიჭიროს

ყველამ კარგად იცის, რა შედეგებით დასრულდა ბათუმში ადგილობრივითვითმმართველობის არჩევნები, აქქართული ოცნებაგადავიდა ოპოზიციაში, ამის შემდეგმოხდა ღარიბაშვილის და კობახიძის ვიზიტი ბათუმში, რომლებმაც დაგვიანონსეს, რომქართულ ოცნებასაუცილებლად ექნებოდა უმრავლესობა ბათუმში, რაც ნიშნავდა, რომ მათაუცილებლად ექნებოდათ ბათუმში უმრავლესობა. ჩვენი ფრაქციის სხვადასხვა წევრებზემიმდინარეობდა ზეწოლა, თუმცა ერთერთი პირველი, ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვისმცდელობა იყო ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ბატონ ნუგზართან მოლაპარაკებას თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის დავალებითსათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი, ესენიგახლავთ ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარფუტკარაძესთან, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით, ბატონი ნუგზარი პირადად მემაყენებდა საქმის კურსში ამ შეხვედრების შესახებ და მაშინ, როცა უკვე ეს გაუსაძლის ხასიათსიძენდა, ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები და მომაწოდა პირადადმეაუდიოჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორ სთავაზობდნენ ისინი 100 000 დოლარს ფუტკარაძეს. პირადად დათო რიჟვაძე ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს. ვაჟა თაბაგიძეამავდროულად არის ზაზა დიასამიძის, ხელვაჩაურის მერის ბიძა, ჩანაწერებში კარგად ისმის, რომ მისი სახელითაც არიან მისულები ბატონ ნუგზართან“, – განაცხადა კირთაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობააჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის ასევეზაზა დიასამიძის გადაგომას და დღეს გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიებისდაწყებას ითხოვს.