ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარსმიაკვლიეს, ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტან გომელაურმა განაცხადა.
ის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მიმდინარე მოვლენებს პირადად აკვირდება.
“ორი ადამიანი ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში თუმც ცოცხალი ორივე.
ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. სავარაუდოდ ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი. დამიზუსტებენ ახლა. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 7-8 კაცი, ნუ, 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოსნანგრევებში თუმცა ვმუშაობთ მთელი ღამე და თუნდაც ხვალამდე არ დასრულდება, სანამბოლომდე არ მივიყვანთ სამუშაოებს.,“ – აცხადებს ვახტანგ გომელაური.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.