ქედაში, მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ,,ესტუმრე ქედას“ გაიმართა. რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო საგამოფენო და საპრეზენტაციო სივრცეები: ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, რეწვის ნიმუშები და ტრადიციული კულინარიული მასტერკლასები. ღონისძიებას მუსიკალურად ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბეთლემი“, ფოლკლორული ანსამბლი ,,ელესა“ და ანსამბლი ,,იაგუნდი” აფორმებდა. ღონისძიების ფარგლებში შპს ,,ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის“ უფროსმა რაულ ცინცაძემ საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. საღამოს სტუმრების და მაყურებელის განწყობაზე მოწვეული ბენდები: the band motion და ბენდი ქართული ზრუნავდა. ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, იგი შპს ,,ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის“ ორგანიზებით და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭრით გაიმართა.