მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება თორნიკე რიჟვაძემ „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

თორნიკე რიჟვაძემ „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

270
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ადგილობრივი ხელისუფლებისწარმომადგენლებთან და ახალარჩეულ მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად სასტუმროლეოგრანდში“ 2017 წელს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთლეოგრანდისტრაგედიას. იმ ადამიანებს, ვინც დავკარგეთ. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ჩვენი ვალია მათი სახელის პატივისცემა. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უსაფრთხოების დაცვა ყველა ობიექტში, იქნება ესსასტუმრო თუ სხვა ტიპის დაწესებულება, მნიშვნელოვანია და ჯეროვანი ყურადღება უნდამიექცეს,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროლეოგრანდშიგაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა საქართველოს ათი მოქალაქის და ერთი ირანელის სიცოცხლე  შეიწირა. 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, იყვნენ უცხოელი ტურისტებიც.