2017 წლის 24, 25, 26 ოქტომბერს 13:00 სთ-ზე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის N328 აუდიტორიაში გაიმართება – საარლენდის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორის, ბიოფიზიკის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის ინგოლფ ბერნარდტის საჯარო ლექციათა ციკლი თემებზე:ბიოლოგიური უჯრედების შესწავლის ახალი მეთოდები;სისხლის წითელი უჯრედები, მათი იონური სატრანსპორტო გზები მემბრანაში და მათი მონაწილეობა სისხლში თრომბის ფორმირებაში. ზოგიერთი სახის სისხლის დაავადებების შესახებ;რადიაქტიურობა მედიცინაში, არსებული ტექნიკური თანამედროვე საშუალებები და რადიაქტიურობის მოქმედება გარემო პირობებზე.საჯარო ლექცია გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ – მასწავლებლებისათვის, ასევე, საზოგადოების ფართო წრეებისათვის