,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. გამოეხმაურა.
„ჯერ თვითონ ჩახსნეს სიები და ახლა თვითონ გვეხვეწებიან“,
ოპოზიციის მხრიდან ჩახსნილი სიების აღდგენის მოთხოვნა მათ პოლიტიკურ უსუსურობაზე მეტყველებს.
კობახიძის განცხადებით, ეს აღნიშნული მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“ „რადიკალური“ ოპოზიცია.
„რაც შეეხება სიების აღდგენას, ახლა ისინი თვითონ გვეხვეწებიან მათ მიერ ჩახსნილი სიების აღდგენას. ესეც მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩადგა ოპოზიცია, უფროსწორად, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენეთ ჩვენ რადიკალური ოპოზიცია, რაც არის ძალიან კარგი,, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.