მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ოზურგეთის მერია – განცხადებას ავრცელებს

ოზურგეთის მერია – განცხადებას ავრცელებს

313
0


ოზურგეთის
მერიას ორგანიზაცია “ალტ–ინფოსთვის” საოფისე ფართი არ გადაუცია და არცქირავნობაზე გაუცია თანხმობა – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ,,Facebook”-ის გვერდზე ავრცელებს.

“ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებები, თითქოსოზურგეთში, ჭავჭავაძის 12 ნომერში მდებარე ფართი (რომლის დაქირავებაც სავარაუდოდ, ორგანიზაცია “ალტ–ინფოს” სურდა) ეკუთვნის მერიას – არის სრული სიცრუე დადეზინფორმაცია.

სინამდვილეში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოქვეყნებული საკუთრებისდამადასტურებული დოკუმენტი, ჭავჭავაძის 12-ში მდებარე სხვა ფართს ეხება.

ვასაჯაროვებთ ამის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტებს და ფოტოს.

ოზურგეთის მერიას აღნიშნული საკუთრება ორგანიზაცია “ალტ–ინფოსთვის” არც გადაუცია დაარც ქირავნობაზე გაუცია თანხმობა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.