21-27 აპრილს, ქალაქ ქობულეთში “საქართველოს ახალგაზრდულმა ცენტრმა” უმასპინძლა ახალგაზრდულ საერთაშორისო გაცვლით პროექტს “Youth For a Sustainable Future”. პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 16-30 წლის ახალგაზრდებმა საქართველოდან, კვიპროსიდან, ლიეტუვიდან და პოლონეთიდან.
აღნიშნული პროექტის განმავლობაში ახალგაზრდებმა აიმაღლეს ცნობიერება გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე როგორიცაა, დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, ტყის გაჩეხვა და ნარჩენების გადამუშავება. თითოეულმა ჯგუფმა ერთმანეთს გაუზიარა საკუთარ ქვეყანაში არსებული საუკეთესო პრაქტიკები, არსებული პრობლემები და მათი მოგვარების სტრატეგიები. არაფორმალური განათლების მეთოდებით მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანების ქცევის გავლენა ეკოსისტემაზე, ეკო-მეგობრული აქტივობები, ნარჩენების შემცირება და როგორ გამოვიყენოთ არსებული ნარჩენები სხვა მიზნით.
პროექტში მონაწილეობით, ახალგაზრდებმა შეიძინეს ეკო-მეგობრული, კომუნიკაციის და ლიდერული უნარ-ჩვევები. მათ შეადგინეს გეგმა, თუ როგორ შეიძლება დაეხმარონ გარემოს და შეცვალონ არსებული მდგომარეობა დადებითისკენ საკუთარ ქვეყნებში.
გარდა ზემოთ ხსენებული აქტივობებისა, თითოეულ ქვეყანას შესაძლებლობა ჰქონდა გაეზიარებინა საკუთარი ტრადიციები, კულტურა და ისტორია კულტურული საღამოების მეშვეობით.
მსგავსი პროექტების ჩატარებით, ჩვენი მიზანია ავამაღლოთ ცნობიერება ახალგაზრდებს შორის და მათ მოტივაცია მივცეთ გახდნენ აქტიური მოქალაქეები.
#ErasmusPlus #YouthExchange #CrossCultureInternationalFoundationCyprus #CCIFC #YouthCenterofGeorgia #YCG #EdukacjaprzezInternet #JUC #YouthForaSustainableFuture