პარტიების „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის და „გახარია საქართველოსთვის“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდადის პაატა ცივაძის განცხადებით, მიუხედავად არათანაბარი, ძალადობრივი საარჩევნო კამპანიისა, კარდაკარის პრინციპით პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, კვლავ განაგრძობს ამომრჩეველთან შეხვედრებს.
კლანური მმართველობა, კორუფცია, ნეპოტიზმი, უწყლოობა, უგზოობა, დაშინება, მოსყიდვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, ეკო სისტემის განადგურება – ეს ის თემებია, რაზეც შეხვედრებისას ქობულეთელები ამახვილებენ ყურადღებას…
პაატა ცივაძე: -„ჩვენ აქტიურად ვხვდები მოსახლეობის ყველა ფენის და სფეროს წარმომადგენლებს. მკაფიოდ და ცალსახად ვაფიქსირებ, რომ ადამიანებს აღარ სჯერად „ქართული ოცნების“ რუსული პროპაგანდის, ყველა ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ. მთავარი ის კი არ არის, ქობულეთის მუნიციპალიტეტში რომელ მორიგ პაიკს დააყენებს „ოცნება“, მთავარი ისაა, რომ ადამიანებმა ირწმუნეს იმისა, რომ მხოლოდ გამოცდილი, პიროვნულად თავისუფალი, კომპეტენტური ადამიანები შეძლებენ მათი ყოფიერების უკეთესობისკენ შეცვლას, ახალი ძლიერი გუნდი დაამარცხებს გაბატონებულ კორუფციულ თუ ფეოდალურ მართველობას და მთლიან მუნიციპალიტეტს დააყენებს განვითარების სწორ და შეუქცევად რელსებზე“.










