როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმაპრესკონფერენციაზე განმარტა, საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია მონიტორინგის პროცესი, რაცპირველ რიგში მისი გავრცელების არეალის დადგენასა და იმ ვადის განსაზღვრას გულისხმობს, თუ როდისუნდა ჩატარდეს შეწამვლითი ღონისძიებები.
ასევე აუცილებელია მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მოსახლეობის ჩართულობა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შეწამლავენ, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობებს, ასევე არა საკარმიდამო დიდ ნაკვეთებს. ისეთ ადგილებში, სადაც სპეციალისტები ვერ შეძლებენ ქიმიური საშუალებით დაამუშავებს, ადგილობრივებმა სამუშაოები თავად უნდა განახორციელონ.
მიმდინარე წელს, პრეპარატის დარიგება, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული არ არის.
გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერში, 230 ათასს ოჯახს დაახლოებით ჰექტარნახევარი ფართობის შესაწამლად, საკმარისი პესტიციდი და ფერომენი დაურიგდა.
მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი მოსახლეობას მოუწოდებს ვისაც არ გამოუყენებია ეს პრეპარატი, ან ნაწილი აქვს დარჩენილი, შეწამვლის დროს აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვით ახლა დაამუშაონ საკუთარი ბაღები, რადგან პრეპარატს შენახვის ვადა სამი წელია.
მისი თქმით, თუ მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიებები დროულად არ გატარდება, შესაძლებელია წლევანდელ მოსავალს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგეს, რადგან ბაღლინჯო სამასზე მეტი სახეობის მცენარით იკვებება.
„მიმდინარე წელს ჩვენი რესურსი გაათმაგდა. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში შეგვეძლება ვამუშაოთ 160ერთეულამდე სპეციალური ტექნიკა. გამოყენებული იქნება როგორც თერმული ტექნოლოგია, ასევე ე.წ. ცივიშესხურება. აგრეგატები უკვე საქართველოშია. ასევე, ის საჭირო პესტიციდი რაც ღონისძიებებისთვის გვჭირდება– დასავლეთ საქართველოში ესეც უკვე დასაწყობებული გვაქვს და მთლიანობაში შეგვეძლება 250 ათასი ჰექტარიოთხჯერადად დავამუშაოთ“, _ აღნიშნა მესხმა.
სტატია მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ისმხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტისფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRCპარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არწარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.