მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი პრეზიდენტმა 91 პატიმარი შეიწყალა

პრეზიდენტმა 91 პატიმარი შეიწყალა

1054
0

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 91 მსჯავრდებული, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 4 ქალბატონს. სულ კომისიამ 569 მსჯავრდებულის საქმე განიხილა, შეწყალებულთაგან 62 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, მათ შორის 3 ქალბატონი; დანარჩენ 29 მსჯავრდებულს, რომელთაგან 1 ქალბატონია, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით. აღნიშნული ინფორმაცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ გააცნო. პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

ხვიჩა მამულაძე