მთავარი პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლება – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავას იწყებს

საქართველოს ხელისუფლება – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავას იწყებს

325
0

საქართველოს ხელისუფლება  სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავასიწყებს.

ამის შესახებ ,,ქართული ოცნებავრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც პრეზიდენტიგაკრიტიკებულია

კონსტიტუციის დარღვევისთვის“. 

საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოსსაკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში დასაქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლება მოსილებების განხორციელება.

ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომაღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციისგარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაცადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია.

ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროეთ, თუმცა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია“, – წერია ,,ქართული ოცნებისგანცხადებაში