მთავარი სხვადასხვა 10 ნოემბრიდან ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის წესები იცვლება

10 ნოემბრიდან ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის წესები იცვლება

48
0

რა იცვლება 10 ნოემროგორც მოგეხსენებათ 10 ნოემბრიდან იცვლება ევროკავშირში შესვლისა და გასვლის წესები, რომელსაც ქვია ინგლისურად (EES, enter exit system).

რას ნიშნავს ეს სიტემა?
სისტემა გათვლილია ყველა ქვეყნისთვის, რომელიც არ მიეკუთვნება ევროკავშირს, ამ სისტემის დანერგვით მოიხსნება პასპორტებში ბეჭდის ჩარტყმის სისტემა და გადავალთ მთლიანად ბიომეტრიულ სისტემაზე სადაც შესვლის დროს, აპარატთან გაივლით ეგრეთწოდებულ სარეგისტრაციო პროცედურას, როგორიცაა ფოტო სურათის გადაღება, თითის ანაბეჭდების დადება და თქვენი პასპორტის მონაცემების შეყვანა, ამის შემდეგ სისტემაში იქნება შეყვანილი თქვენი მონაცემები რომლებიც იქნება შენახული გარკვეული 2/3 წლის განმავლობაში, ყოველი შესვლა გასვლის დროს გაივლით ამ შემოწმებას და სისტემაში გამოგიჩნდებათ თუ როდის შეხვედით ან როდის დატოვეთ ქვეყანა.
ეს სისტემა გააკონტროლებს ადამიანებს რომლებიც რჩებიან 90 დღეზე მეტს ევროკავშირში.
ასევე ბევრ ქვეყანაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩება პასპორტ კონტროლის (ბეჭდის ჩარტყმის) სისტემა, იქამდე სანამ სრულად არ დარწმუნდებიან რომ ეს კონკრეტული EES სისტემა უკვე კარგად და გამართულად მუშაობს.

საშიში არის თუ არა მათთვის, ვინც აპირებს ევროკავშირში გარკვეული პერიოდით გაჩერებას?
კი რადგან ეს კონკრეტული სისტემა ამოაგდებს თქვენს დარღვევას და რაღაც გარკვეული დრო ვერ დაბრუნდებით ქვეყანაში, თუნდაც შეიცვალოთ გვარი ან გამოცვალოთ პასპორტი.

მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწიოთ ადამიანები რომლებიც ხართ ევროპაში და გაქვთ საბუთები ეს სისტემა თქვენ არ შეგეხებათ, რადგან ფლობთ ბინადრობის საბუთებს. (დავამატებ რომ ეს არ ეხება მარტო საქართველოს..ეს ეხება ყველა ქვეყანას, ვისაც აქვს ვიზა ლიბერალიზაცია ევროკავშირთან..ევროპარლამენტში ამბობენ რომ ამით გააკონტრილებენ მოზღვავებულ მიგრანტებს ყველა ქვეყნიდან), ეს ეხება მოლდოვას, სერბეთს, ალბანეთს, საქათველოს და ა.შ.